მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესამე და მეოთხე ხარისხის ნგრევადი ობიექტები სამეგრელოში, რომლებშიც დევნილები ცხოვრობენ, დაიხურება

5f227410d9905
ინგა მურუსიძე
30.07.20 11:45
764
დევნილ მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვპირდები, რომ ჩვენ ვიმუშავებთ, რათა თითოეულ ოჯახამდე მივაღწიოთ და გავაუმჯობესოთ ყველა დევნილის საცხოვრებელი პირობები, იქნება ეს სამეგრელოში, თუ საქართველოს სხვა ტერიტორიაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდ პრიორიტეტს დევნილ მოსახლეობაზე ზრუნვა წარმოადგენს.

„მივიღეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და სამეგრელოში, ყველაზე მძიმე, მესამე და მეოთხე ხარისხის ნგრევადი ობიექტების სრული დახურვა მოხდება. ჩვენ შევძლებთ, აქ მცხოვრებმა დევნილებმა დაიწყონ ახალი ცხოვრება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, პირველ ეტაპზე 360 ოჯახი მიიღებს ახალ ბინას.