მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესამე დღეა გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროების ჩართვა ვერ ხერხდება

60014b5a2fbbc
ინგა მურუსიძე
15.01.21 13:11
710
უკვე სამი დღეა, მგზავრთა ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროების ჩართვა ვერ ხერხდება.

საბაგიროების დროებითი ჩართვა მთის კურორტების განვითარების კომპანიამ ჯერ კიდევ 13 იანვარს დააანონსა, თუმცა როგორც 13, ისე 14 იანვარს, დღესაც კომპანია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ძლიერი ქარისა და თოვლის გამო, მგზავრთა ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი, გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები არ ჩაირთვება.

აღსანიშნავია, რომ საბაგიეროები, გუდაურა, ფირნი, კობი და თრუსო ყაზბეგიდან გუდაურის და საპირისპირო მიმართულებით გადაყვანას უზრუნველყოფს.

ინფორმაციისთვის, უამინდობის გამო, გუდაური-კობის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.