24.აპრილი .2020 20:58

მესამე ეტაპზე შეზღუდვების მოხსნა ვაჭრობას შეეხება – გახარია

views 427
უკან

მესამე ეტაპზე შეზღუდვების მოხსნა ვაჭრობას შეეხება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მესამე ეტაპზე შეზღუდვების მოხსნა შეეხება საცალო და საბითუმო მაღაზიებს, გარდა მოლებისა, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან, ასევე ყველა ტიპის ღია ბაზრობას, ყველა ტიპის წარმოებას და საგამომცემლო საქმიანობას.