05.დეკემბერი .2022 12:01

მესამე კვარტალში ბიზნესის ბრუნვა 47.5 მილიარდი ლარი იყო

მესამე კვარტალში ბიზნესის ბრუნვა 47.5 მილიარდი ლარი იყო
views 550
უკან

საქსტატმა 2022 წლის მესამე კვარტალის კერძო სექტორის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, პერიოდის განმავლობაში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვამ 47.5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 17.4%-ით მეტია. 

2022 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 38.5 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 28.6 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 9.5 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 6.3 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 5.2 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 2.5 პროცენტიანი წილით.

საქსტატის თანახმად, 2022 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 61.7 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 16.5 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 21.8 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

რაც შეეხება კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობას, პერიოდის განმავლობაში ოფიციალურად სულ 723 ათასი კაცი აღირიცხებოდა ბიზნესების მიერ დასაქმებულად, ეს წინა წელთან შედარებით 6.7%-ით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.5 პროცენტი ქალია, ხოლო 57.5 პროცენტი - კაცი.

2022 წლის III კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 714.2 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 258.7 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 317.7 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 174.2 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

⦁ მსხვილი ბიზნესი – 1 794.4 ლარი
⦁ საშუალო ბიზნესი – 1 955.2 ლარი
⦁ მცირე ბიზნესი – 1 420.4 ლარი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა