მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესამე კვარტალში რუსული ინვესტიციები გაორმაგდა

6392ec432e6fc
შოთა ტყეშელაშვილი
09.12.22 12:31
1634
საქსტატმა დღეს 2022 წლის მესამე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში უცხოელმა ინვესტორებმა 745 მილიონი დოლარი ჩადეს, რაც წინა წელთან შედარებით 99%-ით მეტია. სტატისტიკის მიხედვით, ინვესტიციებში პირველ ადგილს ესპანეთი იკავებს, საიდანაც მესამე კვარტალში $165.9 მილიონი დოლარი შემოვიდა, წინა წელთან შედარებით ესპანური FDI თვრამეტჯერ არის გაზრდილი. მეორე პოზიციას $122.9 მილიონით დიდი ბრიტანეთი იკავებს, მესამე ადგილზე კი ირლანდიაა $120 მილიონიანი ინვესტიცით. 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მესამე კვარტალში რუსეთიდან $41.8 მილიონი დოლარი შემოვიდა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 122%-ით მეტია. 

FDI-ის მხრივ ქვეყნების რეიტინგი ასე ნაწილდება:

1) ესპანეთი - $165.9 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 1,703%;
2) დიდი ბრინატეთი - $122.9 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 105%;
3) ირლანდია - $120.3 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 29,975%;
4) აშშ - $64.6 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 103%;
5) ნიდერლანდები - $47.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 27%;
6) რუსეთი - $41.8 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 122%;
7) იაპონია - $29.6 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 256%;
8) ჩეხეთი - $24.3 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 21%;
9) ვირჯინის კუნძულები  - $17.9 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 289%;
10) დანია - $9.9 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 2%.