31.ივლისი .2020 20:34

მესამე მადლობის წერილი „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს - რეგულარულად მიმდინარეობს ხელფასების მომატება, წყდება მუშების მომზადების საკითხები

მესამე მადლობის წერილი „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს - რეგულარულად მიმდინარეობს ხელფასების მომატება, წყდება მუშების მომზადების საკითხები
views 333
უკან

„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა მადლობის წერილი კიდევ ერთი საერთაშორისო პროფკავშირული ორგანიზაციისგან მიიღო. როგორც პროფკავშირების საერთაშორისო გაერთიანება პროფცენტრ „სოიუზმეტალის“ გენერალური მდივნის მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილშია აღნიშნული, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშათა პროფსაბჭოს და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის ხანგრძლივი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის წყალობით ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნის და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის კოლექტივებში გაფორმებულია და მოქმედებს კოლექტიური ხელშეკრულებები, რეგულარულად მიმდინარეობს ხელფასების მომატება, წყდება გაჯანსაღების, მუშების მომზადების საკითხები, ტარდება სპორტული და კულტურულ-მასიური ღონისძიებები.

მათივე განმარტებით, დამსაქმებელს და პროფკავშირს შორის მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების ერთობლივი განხილვა და გადაწყვეტილებების პოვნა, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ეკოლოგიის და სოციალური კლიმატის გაუმჯობესებაზე იმ ქალაქებში, სადაც განლაგებულია საწარმოები.

პატივცემულო ნიკოლოზ!
პროფკავშირების საერთაშორისო გაერთიანება პროფცენტრი „სოიუზმეტალი“ დღესდღეობით აერთიანებს 8 ქვეყნის სამთო-მეტალურგიული კომპლექსის დაახლოებით ერთ მილიონზე მეტ მუშას. თავისი უფლებების დასაცავად პროფკავშირების საერთაშორისო გაერთიანება პროფცენტრ „სოიუზმეტალ“-ში რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის, სომხეთის, ბელორუსის, ტაჯიკეთის და ყირგიზეთის მეტალურგებთან ერთად გაერთიანდნენ საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშები.
8 ქვეყნის პროფკავშირი ერთობლივად განიხილავს შრომის პირობებს და მის ანაზღაურებას, ეროვნული კანონმდებლობის გამოყენების თავისებურებებს და სოციალური პარტნიორობის დონეს იმ ქვეყნების სამთო-მეტალურგიულ კომპლექსში, სადაც მდებარეობს საწარმოები.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშათა პროფსაბჭოს პრეზიდენტის თ. დ. დოლაბერიძისაგან წარმოდგენილი ინფორმაციით, ჩვენ გავეცანით პროფსაბჭოსა და შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის ჩამოყალიბებულ სოციალურ პარტნიორობას.

ხანგრძლივი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის წყალობით ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნის და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის კოლექტივებში გაფორმებულია და მოქმედებს კოლექტიური ხელშეკრულებები, რეგულარულად მიმდინარეობს ხელფასების მომატება, წყდება გაჯანსაღების, მუშების მომზადების საკითხები, ტარდება სპორტული და კულტურულ-მასიური ღონისძიებები.

დამსაქმებელს და პროფკავშირს შორის მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების ერთობლივი განხილვა და გადაწყვეტილებების პოვნა, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ეკოლოგიის და სოციალური კლიმატის გაუმჯობესებაზე იმ ქალაქებში, სადაც განლაგებულია საწარმოები.

ასეთი საპასუხისმგებლო, სოციალური მიდგომა თქვენი მხრიდან და პროფკავშირის მხრიდან დიალოგში დიდი ინტერესით მონაწილეობა, რა თქმა უნდა, გამოიწვევს შრომითი კოლექტივების შემდგომ გაძლიერებას, ძალისხმევის აქტივიზაციას არამხოლოდ სოციალური, არამედ საწარმოო ამოცანების გადაწყვეტაში.

პატივცემულო ბატონო ნიკოლოზ!

ნება მომეცით პროფკავშირების საერთაშორისო გაერთიანება პროფცენტრ „სოიუზმეტალი“-ს სახელით გამოვხატო მადლიერება საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშათა პროფკავშირთან ასეთი თანამშრომლობისთვის, იმედს ვიქონიებთ მის შემდგომ განმტკიცებაზე.“ - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა გასული ორი კვირის განმავლობაში მადლობის წერილები სხვადასხვა საერთაშორისო მეტალურგიული ორგანიზაციებისგან მიიღო, სადაც ნიკოლოზ ჩიქოვანის სამი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები მათი მხრიდან დადებითად შეფასდა.

მათ შორის, „მეტალურგთა საერთაშორისო ევრაზიული ფედერაციის“ (მსეფ) პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასეს „ჯორჯიან მანგანეზის“, როგორც გარემოსდაცვითი, სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების, ასევე სოციალურ-ეკონომიკური, შრომითი და სამართლებრივი საკითხები.
ასევე შვეიცარულმა ორგანიზაცია IndustriALL Global Union-მა „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ დასაქმებულების შრომითი და სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგა. კომპანიის ხელმძღვანელობამ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს მეტალურგიის, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირებთან სოციალური დიალოგის ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობა ჩამოაყალიბა.
NS

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა