მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მესამე პირის დაზღვევის სავალდებულოობისთვის ევროპული მაგალითის გამოყენებაა საჭირო“ - ღაძაძე

6321d3277eda1
ვიქტორია მღებრიშვილი
01.10.22 13:29
822
„თიბისი დაზღვევის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ავტოდაზღვევის ნაწილში მესამე პირის სავალდებულო დაზღვევისთვის ევროპული მაგალითის გამოყენებაა საჭირო, ამის შესახებ პაატა ღაძაძემ BMGTV-ის გადაცემა „Forbes კვირაში“ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ქვეყანაში ავტომობილების დაზღვევის მაჩვენებელი ქვეყანაში 7%-ია, რაც დაბალი მაჩვენებელია. მესამე პირის დაზღვევა კი უფრო სოციალური ნაწილია, ვიდრე ბაზრის ან სადაზღვევო კომპანიების სტიმული. თუმცა პაატა ღაძაძე თვლის, რომ ავტოდაზღვევისას მესამე პირის დაზღვევის კომპონენტის სავალდებულოობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით, მდგომარეობა ისეთ კრიტიკულ ზღვარზეა, რომ საკანონმდებლო ჩარჩოების მოფიქრებაც არ სჭირდება ამას, უბრალოდ ევროპის ქვეყნების კარგი მაგალითების კოპირება სჭირდება. სავალდებულოობის ნაწილი განვითარებულ ქვეყნებში კერძო სექტორზეა მინდობილი, რომ იქ გარკვეული ეფექტურობა შეიქმნას და სოციალური დაძაბულობა შეამციროს. ამ მხრივ მესამე პირის დაზღვევის სავალდებულოობის საკითხი მართლაც პროგრესულად ჩანს, მაგრამ როგორ გაკეთდება ეს არის მთავარი, ფასებს თუ გააკონტროლებს სახელმწიფო - ჭერი, ზღვარი თუ ა.შ. ჯობია ასეთი სავალდებულო არ იყოს, მაგრამ თქმა იმის, რომ უნდა იყოს დაზღვეული, ამ ბაზრის სტიმულირებისთვის უკვე საკმარისია“, - განაცხადა პაატა ღაძაძემ.

აღსანიშნია, რომ 2017 წლიდან „თიბისი დაზღვევა“ ავტოდაზღვევის მიმართულებით ლიდერი კომპანიაა.