მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესამე ტალღა: რეგიონის ქვეყნების COVID-ინფიცირებულთა სტატისტიკა

6075df1291c04
BM.GE
13.04.21 22:05
571
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 290129-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა ოფიციალური სტატისტიკა 278251 -ს შეადგენს. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 11-ით 3894-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 205 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 2445 პირი. კოვიდ-ფორმატის სასტუმროში კი 323 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია: 

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +8,173; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 4,657,883. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 4,281,776. გარდაცვლილთა რაოდენობა 103,601 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 338 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +59,187; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 3,962,760, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 3,424,733. გარდაცვლილთა რაოდენობა 34,455 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 72 საათში 273 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +11,680; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,872,785, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,430,234. გარდაცვლილთა რაოდენობა 37,758, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 457  ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +726; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 204,053, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 183,660. გარდაცვლილთა რაოდენობა 3,775 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 22 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +2,457; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 289,601, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 253,762. გარდაცვლილთა რაოდენობა 3,978 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 34 ადამიანი.

წყარო - Wordlometers