მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესამედ ჩაკეტვის ნაცვლად, უკეთესი იქნება შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდეს - ქეთევან ჩხატარაშვილი

6065b7f6b29a3
ინგა მურუსიძე
01.04.21 22:31
570
ჯანდაცვის სპეციალისტი ქეთევან ჩხატარაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მესამედ ჩაკეტვის ნაცვლად, უკეთესი იქნება დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდეს. ამის შესახებ მან bm.ge-ს გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.

“მესამე „ლოქდაუნის“ თავიდან ასაცილებლად” - ამ შინაარსის პეტიცია დღეს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფის ინიციატივით გავრცელდა. პეტიციის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ვაქცინაციის პროცესის დაჩქარების პარალელურად, მნიშვნელოვანია სხვა ღონისძიებების გატარება, რომლებიც ამ გაზაფხულის განმავლობაში ეფექტს ქვეყნისა და მისი ეკონომიკის ჩაკეტვის გარეშეც მოგვცემდა.

ქეთევან ჩხატარაშვილის თქმით, მთავარია სურვილი და კარგად არის შესაძლებელი, რომ პროცესი სწორად დაიგეგმოს.

„ჩვენი რჩევა იქნება, რომ იმის მაგივრად, რომ შარშანდელივით ისევ ჩავიკეტოთ, დაწესებული შეზღუდვების აღსრულება და აღსრულებაზე ზედამხედველობაც გამკაცრდეს. შესაძლებელია ნაკადის მართვაც, იმის გაკონტროლებაც, ვინ არის პირბადით და ვინ - არა. მთავარი არის სურვილი და ის, რომ ეს ყველაფერი სწორად დაიგეგმოს“, - განაცხადა ჩხატარაშვილმა.

მან ასევე ვაქცინაციის ხელშესაწყობი კამპანიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ვაქცინაციას რაც შეეხება, საინფორმაციო კამპანია, როგორც ასეთი, ქვეყანაში არ ჩატარებულა. შესაბამისად, თავად ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, მაგრამ კამპანიის დაწყება დღესაც არ არის გვიან. არის მცდელობა, რომ სახელმწიფო ჩანაცვლდეს საზოგადოების მხრიდან, მაგრამ კარგი იქნება, კამპანია სახელმწიფომ დაიწყოს. მოსახლეობას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია თუნდაც ვაქცინის წარმოშობაზე და იმ ლეგიტიმურ კითხვებზე, რომელიც არსებობს“, - განაცხადა ჩხატარაშვილმა.