მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესამედზე მეტი ბინას კრედიტით ან განვადებით ყიდულობს - კვლევა

61e9972493aae
თათია ჩაფიჩაძე
20.01.22 21:30
1030
საკონსულტაციო და აუტსორსინგ კომპანია „პროსპექტის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 62% ბინას საკუთარი კაპიტალით ყიდულობს, ხოლო მესამედზე მეტი ბინის ყიდვისას ბანკს მიმართავს ან დეველოპერის განვადებას იყენებს.

კრედიტით/განვადებით მყიდველთაგან 47% ბინის გადასახადის გადახდისას სხვის შემოსავალზეა დამოკიდებული, მათგან გზავნილების მაჩვენებელი 28%-ია.

ამასთან, 33%-ი ამბობს, რომ ბინა ძველი ბინის გაყიდვით გაჩენილი სახსრებით შეიძინა;

29% ამბობს, რომ ბინა დანაზოგი ფულით შეიძინა;

კიდევ 29%-ის თქმით, ბინა ბანკის სესხით შეიძინა;

ხოლო 9%-მა თქვა, რომ ბინა დეველოპერული კომპანიის განვადებით შეიძინა.

კვლევის მიხედვით, ბინის ძიების პროცესში ინფორმაციის მიღების მნიშვნელოვან არხს სოციალური ქსელი წარმოადგენს, თუმცა უშუალოდ დეველოპერულ კომპანიებთან დაკავშირებას მყიდველი გაყიდვების ოფისში სტუმრობით ან ტელეფონით არჩევს.

გამოკითხულთა 66% Google-ით და სოციალური ქსელით ეძებს სამშენებლო პროექტების შესახებ ინფორმაციას. 22% მიმართავს სპეციალისტს, ხოლო მესამედზე მეტისთვის მნიშვნელოვანია ახლობლის რეკომენდაცია.

ცნობისთვის: კვლევის ფარგლებში გამოიკითხნენ მყიდველები, რომელთაც საცხოვრებელი ბინა ბოლო 2 წლის განმავლობაში ახალაშენებულ კორპუსში შეიძინეს. კვლევა 2021 წლის ბოლოს თბილისის 4 უბანში (ვარკეთილი, დიდი დიღომი, ისანი, ვაზისუბანი) ჩატარდა და მასში 300-მდე ოჯახი მონაწილეობდა.