მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეშახტეების ტესტირებისთვის ალგორითმი მუშავდება - ამირან გამყრელიძე

5f17fffb8363e
ინგა მურუსიძე
22.07.20 13:08
1135
მეშახტეების ტესტირებისთვის ალგორითმი მუშავდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„დღესდღეობით, ტესტირებას ექვემდებარება ყველა საეჭვო შემთხვევა, ინფიცირებულთა კონტაქტში მყოფი ყველა პირი, კარანტინში მყოფი ყველა პირი მე-13 და მე-14 დღეს, ყველა ცხელებიანი ადამიანი და პნევმონიის მქონე ნებისმიერ საავადმყოფოში. ტესტირებას ექვემდებარებa  მოხუცთა და ბავშვთა სახლში მყოფი ყველა ადამიანი, ყველა მედიკოსი, სატვირთო ავტომობილების მძღოლები და ახლა მუშაავდება მეშახტეების ტესტირების ალგორითმი. თვითიზოლაციიდან გამოსვლის დროს ადამიანები ექვემდებარებიან ტესტირებას“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება ამჟამინდელ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, 7-მდე ადამიანის ინფიცირების წყარო კვლავ დაუდგენელია.