მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესი ბექჰემის კლუბ ''ინტერ მაიამიში'' ითამაშებს

64819cbe2452a
ირაკლი მოდებაძე
08.06.23 13:26
1103
ლიონელ მესიმ გადაწყვეტილება მიიღო და კარიერას ამერიკულ ''ინტერ მაიამიში'' გააგრძელებს - კლუბში, რომლის თანამფლობელი ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემია. 

მესიმ უარი თქვა საუდის არაბეთის კლუბ ''ალ-ჰილალში'' გადასვლაზე, რომელიც წელიწადში 600 მილიონ ევროს ჰპირდებოდა. არგენტინელის სურვილი ''ბარსელონაში'' დაბრუნება იყო, თუმცა კატალონიელების ფინანსურმა მდგომარეობამ კლუბს ტრანსფერის საშუალება არ მისცა. 

კონტრაქტის ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესი ამ გარიგების შედეგად მიიღებს პროცენტს Apple-ში, Adidas-ში და კარიერის დასრულების შემდეგ წილს ''ინტერ მაიამიში''.

შეგახსენებთ, რომ მესიმ ''ბარსელონა'' 2021 წელს დატოვა - მას შემდეგ, რაც ფინანსურად ურთულეს მდგომარეობაში მყოფ კატალონიურ გრანდს ახალ კონტრაქტზე ვეღარ შეუთანხმდა. ლეო უფასოდ გადავიდა ''პარი სენ-ჟერმენში'' და ახლა ფრანგულ გრანდს 2-წლიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ასევე უფასოდ ტოვებს.