მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესი და გვარდიოლა კორონავირუსთან საბრძოლველად 1-1 მლნ ევროს გამოყოფენ

5e7b43b50d918
ნათია თაქთაქიშვილი
25.03.20 23:00
988
ბარსელონას წამყვანმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ და Manchester City-ის ხელმძღვანელმა პეპ გვარადიოლამ 1-1 მილიონი ევრო გამოყვეს კორონავირუსთან საბრძოლველად. თანხა ესპანეთის ჯანდაცის დასახმარებლად იქნება მიმართული. ამის შესახებ ინფორმაციას cbs-ი ავრცელებს.

მესის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსის ნაწილი ესპანეთში მდებარე სამედიცინო ცენტრზე დაიხარჯება, ხოლო მეორე ნაწილი - არგენტინაში განთავსებულ საავადმყოფოზე.

როგორც გამოცემა წერს, ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის და ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი თანხა ესპანეთში მდებარე Barcelona Medical College-ზე და Angel Soler Daniel foundation-ზე გადანაწილდება.

აღსანიშნავია, რომ იტალიის შემდეგ ყველაზე მეტი ინფიცირებული ესპანეთს ჰყავს.