მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესის ფოტომ ინსტაგრამზე რეკორდი მოხსნა

63a2e90f31c25
ირაკლი მოდებაძე
21.12.22 15:03
668
ლიონელ მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრების დამარცხებით ოცნება აისრულა და ყველაზე პრესტიჟულ თასს დაეუფლა. მოგვიანებით, მან მსოფლიოს ჩემპიონატის თასთან ერთად გადაღებული ფოტო Instagram-ზე განათავსა, რომელმაც სრული ფურორი მოახდინა - მესის ფოტოს ამ დროისთვის უკვე 68 მილიონზე მეტი მოწონება აქვს.

არგენტინელთა კაპიტანმა რეკორდი დაამყარა - უკვე ოფიციალურად, ინსტაგრამზე ყველაზე მეტი მოწონება სწორედ მესის ფოტოს ეკუთვნის. ლეომ რეკორდსმენი კვერცხის ფოტოს შედეგი გააუმჯობესა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ინსტაგრამზე კვერცხის ფოტო 57,5 მილიონზე მეტი მოწონებით ლიდერობდა, რომელმაც თავის დროზე კაილი ჯენერის შედეგი გააუმჯობესა.