მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესმის ზელენსკის, ბევრჯერ ვთქვით, რომ უკრაინა NATO-ს წევრი უახლოეს მომავალში ვერ გახდება - ჯონსონი

6231cf156ad2e
მარიამ ვარადაშვილი
16.03.22 15:56
951

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით აბუ-დაბიში იმყოფება, უკრაინის პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინა NATO-ს წევრი ვერ გახდება.

ჯონსონის თქმით, უკრაინის უახლოეს მომავალში ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა არ არსებობს. “რა თქმა უნდა, მესმის, რაც მან NATO-ზე თქვა და ამ პოზიციის რეალურობა. ყველა ყოველთვის ამბობდა და პუტინისთვისაც ნათელი გავხადეთ, რომ არანაირი გზა NATO-ში უკრაინის უახლოეს მომავალში გაწევრიანებზე, არ არის”, - აცხადებს ჯონსონი.

NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე ზელენსკიმ გუშინ, 15 მარტს, ისაუბრა: „გასაგებია, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ არის; ეს გვესმის, ადეკვატური ხალხი ვართ. წლების განმავლობაში ღია კარის შესახებ გვესმოდა, მაგრამ ახლა ასევე გავიგეთ, რომ იქ ჩვენ არ შევალთ და ეს უნდა ვაღიაროთ. მოხარული ვარ, რომ ხალხი ამის გაგებას იწყებს და ჩვენს თავსა და პარტნიორებზე ამყარებენ იმედებს, რომლებიც გვეხმარებიან“.