მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიაში 3509 ადამიანს ტესტირება უკვე ჩაუტარდა, ხოლო დარჩენილ 700-ს დღეიდან ჩაუტარდება

5f3ce0ab6f79b
ინგა მურუსიძე
19.08.20 12:30
713
დღეიდან მესტიაში მყოფი 700-მდე ადამიანის მასობრივი ტესტირება დაიწყება და ნელ-ნელა შეზღუდვების შემსუბუქების პოლიტიკას დავიწყებთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებულია ინტენსიური გაფართოებული ტესტირება. 3509 ადამიანი იქნა გამოკვლელული თვითონ მუნიცოპალიტეტში ადგილზე და 1246 ადამიანს გაუკეთდა ტესტი ისეთს, ვისაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში მესტიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ჯამში 49 დადებითი შემთხვევა გვაქვს. ცხელ წერტილად და ჩაკეტილად რჩება სოფელი ლენჯერი, თუმცა დღეს მასიურად გაიტესტება მესტიაში მყოფი 700-მდე ადამიანი და თანდათან დაიწყება შეზღუდვების შემსუბუქების პოლიტიკა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.