მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიაში 7 ობიექტში ვადაგასული სურსათი აღმოაჩინეს - სეს

60ffa49ecb3b9
ინგა მურუსიძე
27.07.21 10:21
877
სურსათის ეროვნული სააგენტო საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვებისა და სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, მესტიის მუნიციპალიტეტში სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა სახელმწიფო კონტროლი 42 ობიექტში განახორციელეს.

"გამოვლინდა 28 სამართალდარღვევა, მათ შორის, 3 ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი, ხოლო 7 ობიექტში აღინიშნა ვადაგასული სურსათის (ტკბილეული, რძის ნაწარმი, ხორცპროდუქტები) განთავსების ფაქტები, რაზეც სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები - ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ (სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, მუხლი 742 - ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება), ვადაგასული სურსათი დაილუქა და განადგურდა სააგენტოს ზედამხედველობით.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, სურსათის შეძენისას ყურადღებით გაეცნოს ეტიკეტს და მასზე განთავსებულ ინფორმაციას, მათ შორის, ვადების შესახებ", - ნათქვამია სეს-ის ინფორმაციაში.