სვანეთში, მესტიაში ავთანდილ ხერგიანის 13 ნომერში ახალი ბუტიკური ტიპის სასტუმრო „ფალიანი“ გაიხსნა, რომელიც 18 ორადგილიან, სამადგილიან, საოჯახო ნომრებს, ასევე 14 კაცზე გათვლილ ჰოსტელს, ღია და დახურულ რესტორანსა და ბარს აერთიანებს.
„ფალიანის“ დამფუძნებელი ეკა გველესიანი bm.ge-სთან ამბობს, რომ სასტუმროსთვის განხორციელებულმა ინვესტიციამ $1 მლნ-ს გადააჭარბა, საიდანაც ნაწილი კრედიტია. ის 15 ადგილობრივს ასაქმებს. გველესიანის თქმითვე, „ფალიანის“ სერვისი ყველა სეგმენტის დამსვენებელზეა გათვლილი.
"წელს უკვე პირველი სტუმრის მიღება შევძელი. ახლა სეზონის გააქტიურებას ველოდებით, ივნისიდან უკვე ბევრი ჯავშანი იქნება. ჩვენი სასტუმრო ძირითადად ორიენტირებულია სვანეთის დასათვალიერებლად და დასასვენებლად ჩამოსულ ვიზიტორებზე. მათ აქ კომფორტულ ნომრებს, ბარს და რესტორანს შევთავაზებთ, სადაც აქცენტი სვანური და ევროპული სამზარეულოს მიქსზე კეთდება.
უკვე 15 ადგილობრივი დავასაქმეთ; თავიდან ვაპირებდი სასტუმროს მართვა კომპანიისთვის გადამებარებინა, თუმცა, ვფიქრობ, სტუმარს სვანურ გარემოს ადგილობრივზე უკეთესად ვერავინ შეუქმნის“, - ამბობს ის.
რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, სასტუმროში ორადგილიანი ნომრის ფასები 180 ლარიდან 220 ლარამდე მერყეობს. სამადგილიან ნომრებს კი 40 ლარი ემატება. ჰოსტელში განთავსება 70 ლარი ღირს. აღსანიშნავია, რომ ნომრის ღირებულება საუზმესაც მოიცავს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ