მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიის აეროპორტში ჰელისკის მიზნით ვერტმფრენი დაბაზირდა

5e6a3ac0db1fd
BM.GE
12.03.20 17:33
3136
ერთი თვის განმავლობაში მესტიის აეროპორტში კომპანია ჰელიქსირის EURO copter AS 350 ტიპის ვერტმფრენი იქნება ბაზირებული – ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

"ვერტმფრენი ჰელისკის მომსახურებისთვის არის განკუთვნილი, რაც საჰაერო ხომალდთან ერთად კვალიფიციური გიდის დახმარებით მთის ფერდობებზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს.

ვერტმფრენი გერმანული კომპანია HTM ეკუთვნის, მისი დახმარებით სვანეთში ჩასული ტურისტები სრიალს ჰაწვალსა და თეთნულდზე შეძლებენ.

კომპანია ჰელიქსირი გუდაურში 10 წელია ჰელისკი მომსახურებას ეწევა. ჰელისკი ტურისტული საქმიანობის დაწყებას ახლა უკვე მესტიაშიც გეგმავს. ოპერირებას მარტსა და აპრილში მესტიის აეროპორტიდან დაიწყებს, სადაც ჰელიქსირის ბაზა იქნება განთავსებული", – ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.