მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიის მერი: "არ ვაპირებთ დენზე გადასახადის დაწესებას"

5e21bcce1807f
ვიქტორია მღებრიშვილი
17.01.20 20:25
2097
არ ვაპირებთ დენზე გადასახადის დაწესებას, - ამის შესახებ BM.GE-ს მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა.

საქმე იმაშია, რომ სვანეთში, ზამთრის ტურისტულ სეზონზე, ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეიქმნა, რაც თავის მხრივ, ბიტკოინების წარმოების გამო ელექტროენერგიის გაზრდილმა მოხმარებამ განაპირობა.

ამ ფაქტს ისიც ემატება, რომ სვანეთის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდის, რის გამოც სადისტრიბუციო კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“, აღნიშნული რეგიონის მომსახურებისთვის, მათ შორის ქსელის გასამართად, თანხას ვერ იღებს. გასული წლის ბოლოს, პარლამენტში ვიზიტისას ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა, რომ სვანეთის მოსახლეობას შესაძლოა, ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოუწიოს, თუმცა ვადები არ დაუკონკრეტებია.

რა პოზიცია აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას სვანეთის რეგიონში ელექტროენერგიის გადასახადის ამოღების საკითხზე, ამ კითხვით BM.GE მესტიის მუნიციპალიტეტის მერს კახა ჟორჟოლიანს დაუკავშირდა.

„ჩვენ არ ვაპირებთ დავაწესოთ ელექტროენერგიაზე გადასახადები. ეს პრობლემა კონკრეტული საკითხიდან მომდინარეობს, რასაც ბიტკოინების მაინერების გაზრდილი რაოდენობა ჰქვია. ამ დროისთვის მიმდინარეობს ამ მაინერების გამოვლენა და როდესაც გამოვლინდებიან კაnონის შესაბამისად მოვიქცევით“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.