12.თებერვალი .2020 09:45

მესტიის მერი: სოფლებში გვქონდა შეფერხებები, თუმცა დღეს გზა ყველგან გაწმენდილია

views 184
უკან

მესტიის მერმა კახა ჟორჟოლიანმა BM.GE-სთან საუბრისას ზამთრის ტურისტული სეზონის მიმდინარეობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ტურისტებს სვანეთში გადაადგილებისას გზებზე პრობლემები არ ექმნებათ.

მისი თქმით, ცენტრალური გზები ოპერატიულად იწმინდება, ხოლო შიდა გზების გაწმენდა ზოგჯერ ყინვის გამო ჭიანურდება.

"სვანეთში ცენტრალური გზების გაწმენდა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. რაც შეეხება შიდა გზებს, ძლიერი ყინვის გამო, ზოგჯერ გაწმენდა ვერ ხერხდება, მაგრად მოყინა და ამის გაწმენდა ცოტა ძნელია. სოფლებშიც გვქონდა შეფერხებები, თუმცა დღეს ყველა სოფელში გაიწმინდა გზები და მოიყარა ტექნიკური მარილი.

რაიმე პრობლემური ხდებოდეს და გზა არ იყოს, ასეთი რამ არ ხდება. როდესაც ზვავი ჩამოდის, მაგ დროს გზაზე გადაადგილება ფერხდება, თუმცა ოპერტიულად ხდება ამ გზების გაწმენდა", - ამბობს მესტიის მერი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა