მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

META ევროკავშირს აფრთხილებს: Facebook-მა შესაძლოა ევროპაში ოპერირება ვეღარ გააგრძელოს

62016c24a856a
თამთა ჯიჯავაძე
07.02.22 22:57
2778
Meta ევროპას აფრთხილებს, რომ Facebook-ი და Instagram-ი კონტინენტზე გაითიშება, თუ ევროკავშირი მათ არ მისცემს უფლებას გადაიტანოს, შეინახოს და დაამუშავოს ევროპელების მონაცემები აშშ-ში დაფუძნებულ სერვერებზე.

Bloomberg-ის ცნობით, ევროპელი მარეგულირებლები უკვე თვეებია აშშ-სთან მოლაპარაკებას მართავენ ე.წ მონაცემთა ტრანსატლანტიკური გამოყენების შეთანხმებასთან დაკავშირებით. თუმცა საკითხის გადაჭრას ვერ ახერხებენ, ვინაიდან 2020 წელს ევროპის სასამართლომ განაცხადა, რომ მათი მოქალაქეების მონაცემები არ იქნება დაცული, თუ ის ამერიკულ სერვერებზე იქნება.

Meta-ში აცხადებენ, რომ თუ ეს საკითხი არ მოგვარდა, მაშინ მისი სერვისების ევროპაში გამოყენება შეუძლებელი გახდება, ამიტომაც ევროპას Facebook-ი და Instagram-ი გაეთიშება.

„ჩვენ ევროპიდან გასვლის არც სურვილი გვაქვს და არც გეგმა. თუმცა მარტივი რეალობაა ის, რომ Meta და კიდევ ბევრი სხვა ბიზნესი, ორგანიზაცია და სერვისი, ევროკავშირსა და აშშ-ის შორის მონაცემთა ტრანსფერზე არიან დამოკიდებული, რათა გლობალური სერვისების მიწოდება შეძლონ“, - განაცხადა Meta-ს პრესსპიკერმა.