მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

META-მ ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა, ბირჟაზე კომპანიის აქციები 18%-ითაა გაზრდილი

626a56ccc1f1a
გიორგი თოლორდავა
28.04.22 16:00
2032
Facebook-ის მშობელმა კომპანია Meta Platforms-მა უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა.

2022 წლის პირველი კვარტლის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში კომპანიამ 27.9 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო; აქტიური მომხმარებლების რაოდენობა კი 4%-ით, 1.96 მილიარდამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლის საერთო მოცულობა 310 მილიონი დოლარით ჩამორჩება ანალიტიკოსების მოლოდინებს, თუმცა მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის სიახლე ინვესტორებმა და ტრეიდერებმა დადებითად მიიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ უოლ-სტრიტზე ოფიციალური სავაჭრო საათები დასრულებულია, ვაჭრობამდე სესიაზე Meta-ს აქციების ღირებულება თითქმის 18%-ით გაიზარდა, რაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის გათვალისწინებით, უაღრესად დადებითი შედეგია.

გასულ წელს Meta-ს წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა მომხმარებლის რაოდენობის ზრდის ტემპის შენელება იყო, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. პრობლემის გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ექსპერტები კონკურენტი პლატფორმების (TikTok, Snapchat, Twitter) გააქტიურებას მიიჩნევდნენ.

ინვესტორების შეფასებით, კომპანიას ძლიერი ფუნდამენტური ფაქტორები, მაღალი კვალიფიკაციის მქონე გუნდი და ზრდის სერიოზული პოტენციალი აქვს. გარდა სოციალური პლატფორმებისა (Facebook, Instagram, Messenger, WhatsApp), კომპანია ახალ ამბიციურ პროექტზე - მეტავერსის შექმნაზე მუშაობს, რაც გასულ წელს განხორციელებული რებრენდინგის განმაპირობებელი მთავარი მიზეზი იყო.

რამდენად წარმატებული იქნება მეტავერსი და შეძლებს თუ არა Meta შემოსავლიანობის გაზრდას, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ Meta ისევ რჩება მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების ათეულში, რაც იმის მანიშნებელია, რომ გამოცდილი ინვესტორები მარკ ცუკერბერგის გუნდზე დიდ იმედებს ამყარებენ.


საინვესტიციო შესაძლებლობა:

გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის, მათ შორის, META-ს აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.