მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Meta, PayPal, Qualcomm, Nike, Visa - ბირჟებზე საუკეთესო შედეგების მქონდე კომპანიები გასულ 24 საათში

626be52f03d0d
გიორგი თოლორდავა
29.04.22 17:29
2384
უმსხვილესი კომპანიების მიერ კვარტალური შედეგების გამოქვეყნებით დატვირთული კვირა გრძელდება. გასულ 24 საათში ამერიკულ საფონდო ბირჟებზე აღმასვლის ძლიერ ტენდენცია დაფიქსირდა, რაც ძირითადად ტექნოლოგიური გიგანტების გამორჩეული კვარტალური შედეგებით იყო გამოწვეული.

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში Facebook-ის მშობელმა კომპანია Meta Platforms-მა 27.9 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო; აქტიური მომხმარებლების რაოდენობა კი 4%-ით, 1.96 მილიარდამდე გაიზარდა. უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინების გადაჭარბებას, ცხადია, საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ზრდა მოჰყვა - ერთ დღეში Meta-ს აქციების ფასი 17.6%-ით გაიზარდა, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი 560 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ინვესტორების შეფასებით, კომპანიას ძლიერი ფუნდამენტური ფაქტორები, მაღალი კვალიფიკაციის მქონე გუნდი და ზრდის სერიოზული პოტენციალი აქვს. გარდა სოციალური პლატფორმებისა (Facebook, Instagram, Messenger, WhatsApp), კომპანია ახალ ამბიციურ პროექტზე - მეტავერსის შექმნაზე მუშაობს, რაც გასულ წელს განხორციელებული რებრენდინგის განმაპირობებელი მთავარი მიზეზი იყო.

გასულ 24 საათში ინვესტორთა ყურადღების ცენტრში მოექცა PayPal-იც, ფინტექ პლატფორმის საბაზრო ღირებულება 11.5%-ით გაიზარდა.

ზრდის ძლიერი ტენდენცია დაფიქსირდა კომპიუტერული ჩიპების, პროცესორებისა და ნახევარგამტარების მწარმოებელ კომპანიებთან მიმართებით: Qualcomm (+9.7%); Marvell Tech (+7.6%); NVIDIA (+7.5%); AMD (+5.1%), Intel (+3.6%).

გუშინ გაიზარდა უმსხვილესი ამერიკული კომპანიების აქციებიც: Merck&Co (+5%); Nike (+4.8%); Apple (+4.5%); Chevron (+3.5%); Visa (+3.1%); McDonald’s (+2.9%).

რაც შეეხება ზოგად ინდექსებს, გასულ 24 საათში S&P 500 ღირებულება 2.5%-ით გაიზარდა; Nasdaq-ის ინდექსი 3.1%-ითაა გაზრდილი; Dow Jones-მა კი 1.9%-ით მოიმატა.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური ანგარიშების გასაჯაროებითა და ვოლატილობით გამორჩეული კვირა ჯერაც არ დასრულებულა და მომდევნო 24 საათში ბირჟაზე ინვესტორთა ყურადღების ცენტრში მსოფლიოს ორი უმსხვილესი კომპანია - Apple და Amazon მოექცევა, სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნული ტექნოლოგიური გიგანტები წარმართავენ მიმდინარე სავაჭრო კვირის დასრულების ბედ-იღბალს.


საინვესტიციო შესაძლებლობა:

გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.