Facebook-ის მშობელი კომპანია Meta თანამშრომლების ბუსტერ-დოზით აცრამდე ოფისებში დაბრუნებას აჭიანურებს. თუმცა კომპანია სამუშაო სივრცეებიდან საქმიანობის საბოლოო თარიღად 28 მარტს ასახელებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კომპანიის მსგავსი გადაწყვეტილების მიზანია, „მეტი დრო მიეცეთ თანამშრომლებს, რათა აირჩიონ ის, რაც მათთვის საუკეთესოა“.
„ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ თანამშრომლები დავარწმუნოთ, სამომავლო გეგმების შესახებ ზუსტი გადაწყვეტილება მიიღონ. გვესმის, რომ მუდმივი გაურკვევლობის შეგრძნება ყველაფერს ართულებს, მათ შორის, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, იმასაც, თუ სად უნდა ვიმუშაოთ სამომავლოდ“, - განაცხადა Meta-ს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯენელ გეილმა.
ამასთან, Meta-ს თანამშრომლებმა 14 მარტამდე უნდა გადაწყვიტონ, როგორ გააგრძელებენ მუშაობას - ოფისში, სრული განაკვეთით დისტანციურად თუ სახლიდან - კიდევ 3-5 თვით. საგულისხმოა, რომ ამ გადაწყვეტილებით, Meta იქნება ერთ-ერთი პირველი მსხვილი ამერიკული კორპორაცია, რომელიც ოფისის თანამშრომლებისგან ე.წ. ბუსტერ-დოზის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას მოითხოვს და არა მხოლოდ ვაქცინაციას. მიზეზი ცხადია „ომიკრონია".
ცნობისთვის, Meta-სა და Facebook-ში უკვე დიდი ხანია, დასაქმებულების ორჯერადი ვაქცინაცია სავალდებულოა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი