მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

META თანამშრომლების რაოდენობას დამატებით 1,000-ით ამცირებს

63f7657ebfc19
გიორგი თოლორდავა
24.02.23 00:00
858
გართულებული ეკონომიკური ვითარების ფონზე, Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი კომპანია Meta თანამშრომლების რაოდენობას დამატებით 1,000-ით ამცირებს.

აღსანიშნავია, რომ ნოემბერში მარკ ცუკერბერგმა უკვე მიიღო 11,000 თანამშრომლის, ანუ სამუშაო ძალის 13%-ის სამსახურიდან დათხოვნის გადაწყვეტილება, თუმცა როგორც ჩანს, ეს საკმარისი ვერ აღმოჩნდა ხარჯების სათანადოდ შესამცირებლად.

Meta-ს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება ინვესტორთათვის მოსალოდნელი იყო, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ კომპანიის კვარტალური ხარჯები თითქმის 20%-ით, 22 მილიარდ დოლარამდეა გაიზრდილი, რაც Meta-ს არსებობის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

გასულ წელს კომპანია Meta მსოფლიო მასშტაბით 87,000 თანამშრომელს ასაქმებდა, მომდევნო თვეებში კი მათი რაოდენობა 75,000-მდე შემცირდება.