მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტავერსი - ახალი სამყარო ჩვენს რეალობაში

61bae8a738598
დავით ძიძიკაშვილი
17.12.21 09:45
2940
ციფრული სამყაროს სწრაფმა განვითარებამ ახალ ვირტუალურ სამყაროში - მეტავერსში გაგვიღო კარი. მეტავერსი გარკვეულწილად ციფრული სამყაროს შვილობილია, რომელიც დაფუძნებულია მეგა სათამაშო პალტფორმებზე, რომლებსაც მილიონობით ქომაგი და მოთამაშე ჰყავთ. მეტავერსი სულ უფრო ხშირად გვესმის კრიპტოპროექტების პარალელურად, რადგან ასეთ სათამაშო პლატფორმებს შეუძლიათ, მთლიანად შეცვალონ ვირტუალური რეალობა და სოციალური ურთიერთობები ადამიანებს შორის, ინტერაქცია კერძო და იურიდიულ პირებსა თუ ბიზნესტრანზაქციებს შორის და ეს პლატფორმები საფუძველს უყრის ახალი თაობის ინტერნეტის დანერგვას.

უფრო დაწვრილებით მეტავერსის შესახებ...

მეტავერსი ის ციფრული სამყაროა, რომელიც ჩაანაცვლებს დღევანდელ IP ინტერნეტ პროტოკოლზე დაფუძნებულ ინტერნეტს და მთლიანად შეცვლის ამ ვირტუალურ სივრცეს და მასზე არსებულ ინტერაქციებსა და ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას. ამგვარად მეტავერსი მომავალში ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდება ისევე, როგორც დღეს ინტერნეტი და მობილური კავშირგაბმულობაა.

როგორ არის ეს შესაძლებელი? წარმოიდგინეთ ინტერნეტთამაშის პროგრამული ძრავი, რომელზეც დაფუძნებულია ისეთი თამაშები, როგორებიცაა Sandbox და Decentraland (მაგალითისთვის).

ასეთ თამაშებს მილიონობით მომხმარებელი ჰყავს და ამგვარად ეს პროგრამები უკვე გარდაიქმნა გარკვეულ ვირტუალურ სამყაროდ ანუ პლატფორმად. ამ პლატფორმაზე კი სიცოცხლე და ურთიერთობები ისეთივე რეალურია, როგორიც ჩვეულებრივ, არავირტუალურ ცხოვრებაში, მაგრამ ერთი პოზიტიური დამატებით: სრული ანონიმურობა + სრული თავისუფლება + უსაფრთხოება. ამ სამყაროში ჩვენ შეგვიძლია საკუთარი პერსონაჟი (ავატარი) შევქმნათ ნებისმიერი ცხოველისა თუ ნებისმიერი რასის/სქესის/სიმაღლისა თუ ასაკის ადამიანის სახით და ამ პერსონაჟით და ასეთი ფორმით განვახორციელოთ რეალური, სოციალური ინტერაქცია სხვა წევრებთან, მიკროფონით ან მიმოწერით ვესაუბროთ მათ, დავპატიჟოთ ვირტუალური სამყაროს სხვადასხვა ადგილას თუ წვეულებაზე... ეს სამყარო ისეთივე რეალური და ხელშესახები ხდება, როგორიც ცხოვრება მის გარეთ.

მაგალითად, Decentraland-ის სამყაროში შეგიძლიათ ვირტუალურად გახვიდეთ სხვადასხვა დანიშნულების ადგილას რუკაზე. არჩევანი, როგორც ადამიანის წარმოდგენასა და ფანტაზიაში - უთვალავია და ეს სამყაროც დღითიდღე იზრდება და უფრო პოპულარული ხდება. ასეთი ინტერაქციისათვის გჭირდებათ მხოლოდ მინიმალური საშუალო სიმძლავრის კომპიუტერი ან ნებისმიერი მინიმალური მოცულობის მობილური, რომელიც ხდის ამ ინტერაქციას და ამ საყაროს რეალურს თქვენთვის.
2021 წლის ნოემბერში პლატფორმა Sandbox-ზე ახალი რეკორდი დამყარდა და ანონიმურმა პიროვნებამ სენდბოქსზე შეიძინა ვირტუალური მიწა $4.3 მილიონ დოლარად. ბევრი მკითხველისთვის ასეთი ინფორმაცია შეიძლება სრულ აბსურდს წარმოადგენდეს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში მეტავერს სამყაროში ინვესტორები ყიდულობენ ვირტუალურ მიწებს, გემებსა და შენობებს, ბადებს ერთ შეკითხვას - რატომ? რა მიზანს ემსახურება ყოველივე ეს?

ეს ვირტუალური მიწები ზუსტად რომ მეტავერსის მომავლის ხედვაზეა გათვლილი. მომავალი ინტერნეტი იქნება ზუსტად ასეთ პლატფორმაზე აგებული, რომელიც ინფორმაციას დროის და წამის მონაკვეთში სამუდამოდ და უსაფრთხოდ ინახავს, ტრანზაქცია ხდება ძალზე მარტივი, სწრაფი და ბევრად პრაქტიკული, ანონიმური, ვიდრე ტრადიციული IP ინტერნეტით.
მეტავერს ინვესტორს, რომელმაც ვირტუალური გემი იყიდა $650,000 აშშ დოლარად 2021 წლის ნოემბერში, უამრავი შესაძლებლობა აქვს, ამ გემზე მეტავერსის ნებისმიერი პროდუქტი და სერვისი გაყიდოს მომავალში. ამ ვირტუალურ გემზე ნებისმიერ მომღერალს შეუძლია კონცერტი მოაწყოს და ათასის მაგივრად მილიონობით მაყურებელი დაპატიჟოს, მაყურებელი, რომელიც მივა და იცეკვებს, გაერთობა და გაიცნობს სხვა წევრებს ამ სივრცეში. ამავე გემზე შეიძლება ბიზნესკონფერენციის მოწყობა, გასართობი კლუბების გახსნა და ა.შ.

სწორედ რომ ამ ვირტუალურ მიწებზე იწყება პროექტები და მალე ვიხილავთ ვირტუალური მაღაზიებს, სავაჭრო ცენტრებს, სამედიცინო ოფისებს, სუპერმარკეტებს, ბანკებს, სპორტულ კლუბებს და ა.შ. მომავალში ასეთი ვირტუალურ სამყაროში თქვენ, როგორც მომხმარებელი, შეძლებთ თქვენი ბანკის ფილიალში შეხვიდეთ და რეალური ნაღდი ფულის ტრანზაქცია განახორციელოთ ხელოვნური ინტელექტის მქონე პროგრამასთან, რომელიც თქვენი პირადი ბანკირის როლს შეასრულებს. ეს ყოველივე მოხდება ფიზიკურად ბანკში გასვლის გარეშე ან ბანკის აპლიკაციის გამოყენების გარეშე თქვენს ტელეფონზე. ასეთი ვირტუალური ტრანზაქცია ბევრად უფრო მარტივი, სწრაფია და არავითარი სპეციალური აპლიკაციის გამოყენების ცოდნას არ მოითხოვს, რადგანაც ყველაფერი უბრალო „მაუსის“ მოძრაობის სიმარტივით ხდება.

რა არის ამაში განსაკუთრებული? ზემოაღნიშნული ინტერაქციები - მოხდა სახლიდან გაუსვლელად, ანონიმურად, უსაფრთხოდ და ძალიან მარტივად. ის, რაზეც მთელი კვირა უნდა დაგეხარჯათ (ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილებაში დროის კარგვით), მხოლოდ ორი თუ სამი ღილაკის დაჭერით, მარტივად სრულდება. თქვენ რამდენიმე საათზე დაიყვანეთ მთელი კვირის განსახორციელებელი გეგმები... ეს არის სწორედ ის სიმარტივე, სისწრაფე, უსაფრთხოება და პრაქტიკულობა, რომელსაც მეტავერსი გვთავაზობს დღეს.

მეტავერსის განვითარების შემდეგ საფეხურს წარმოადგენს VR ტექნოლოგიის დანერგვა - ვირტუალური რეალობა.
მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი დღეს ამ საყაროს სრული პოტენციალის რეალიზაციისთვის არის VR ტექნოლოგიის სიძვირე. ინდუსტრიული ხარისხის VR ტექნოლოგია მაღალხარისხიანი სენსორებით და უმაღლესი ხარისხის სათვალე ლინზებით დღეს დაახლოებით $9,000 დოლარამდე ღირს. მაშასადამე, მისი სრული პოტენციალის რეალიზაციამდე ჯერ კიდევ შორს ვართ, მაგრამ არც ისე შორს. მობილურმა ტელეფონებმა ტექნოლოგიური განვითარების იგივე გზა გაიარეს, რასაც დღეს VR ტექნოლოგია გადის და ამდაგვარად მეტავერს სამყაროსთან ჩვენი VR დაკავშირება უკვე სავსებით რეალური და შესაძლებელია.

VR ტექნოლოგია და მეტავერსი - ეს არის ციფრული და ფიზიკური ტექნოლოგიის ყველაზე დახვეწილი სინქრონიზაცია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ახლო მანძილზე მილიმეტრის სიზუსტით დაგანახოთ თქვენი სივრცე და ყველა ფიზიკური საგანი, რაც თქვენი მხედველობის არეალში მდებარებს ზუსტი 100%-იანი ზომებით. VR ტექნოლოგიით ჩვენ შევძლებთ მანძლის ცნების ფსიქოლოგიურად გაქრობას, რადგან ასეთი ტექნოლოგიით ჩვენ შეგვიძლია ნამდვილ დროში ჩვენი ფიზიკური სივრცის გაზიარება სხვა პიროვნებებთან, ვისაც ეს VR ტექნოლოგია გააჩნია. ასეთ ტექნოლოგიურ აღჭურვილობას უკვე მეტავერსის სამყარო გადაჰყავს სხვა რეალობაში, სადაც დროისა და მანძილის ცნება უბრალოდ იკარგება.

ამგვარად, სამომავლო განვითარების პოტენციალი უსასრულოა, ისევე როგორც ჩვენი სამყარო. წარმოიდგინეთ ასეთი პლატფორმის მეშვეობით ჩატარებული არჩევნები, სადაც თქვენ ვირტუალურ უბანზე მიდიხართ და ხმას აძლევთ რეალურ კანდიდატს. გაყალბება შეუძლებელია, ზეწოლა შეუძლებელია, ბიულეტენის გაბათილება შეუძლებელია და 8 საათსა და 1 წამზე ზუსტი სიზუსტით გვყავს არჩეული კანდიდატი ყველაზე დემოკრატიულ არჩევნებში! დიახ, მეტავერსი ნიშნავს სრულ თავისუფლებასა და დემოკრატიას და ეს სამყარო ხელს შეუწყობს დემოკრატიის განვითარებას თავისი ტექნოლოგიური უპირატესობიდან გამომდინარე.

და ყველაზე მთავარი: ასეთ ინტერაქციებს არავითარი პროგრამული ცოდნა არ სჭირდება. ჩვენს ბებიებსა და ბაბუებსაც კი შეუძლიათ ეს ტექნოლოგია ერთ წამში აითვისონ, რადგან ამ ტექნოლოგიას ათვისება და სწავლა არ სჭირდება.
ეს მატრიცა არ არის. ეს მეტავერია! ეს რეალობაა! ეს არის ჩვენი მომავალი სამყარო, რომელიც არც ისე შორ