მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტეხის გვირაბი დაასუფთავეს

61efa8db3458e
BM.GE
25.01.22 13:50
1641
მეტეხის გვირაბში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. სამუშაოების ფარგლებში, ტალახისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გაიწმინდა გვირაბის შიდა და გარე პერიმეტრი. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 50-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა. დასუფთავების სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო.

სამუშაოების გამო, მეტეხის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობაც შეიზღუდა. ამ დროისთვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება თავისუფალია.