მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტეხის ხიდის რეაბილიტაციის II ეტაპი დაიწყო - როდის დასრულდება პროექტი?

62c560e5996b3
ვიქტორია მღებრიშვილი
06.07.22 14:17
735
მეტეხის ხიდის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა რეაბილიტირებულ ნაწილში აღდგენილია. ამის შესახებ თბილისის მერმა სამუშაოების მონახულებისას ისაუბრა.

მისი თქმით, რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე, გზის სავალი ნაწილის ქვევით, საიზოლაციო დამცავი ფენები მოწყობას. ასევე, ასფალტბეტონის საფარი დაგებას, ტროტუარი განახლებას და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთებას მოიცავს. გარდა ამისა, გამაგრდება ფასადები და თაღები, ხოლო ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირები იერსახის უცვლელად განახლდება.

„მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. როდესაც ეს პროექტი დავიწყეთ, გზის სავალი ნაწილი გავყავით და ერთ მხარეს გადაადგილების შესაძლებლობა დავტოვეთ. მეორე მხარეს, სადაც სამუშაოები მიმდინარეობდა, ფაქტობრივად, ყველაფერი მოწესრიგდა. ქვედა ფენებში უკვე დაგებულია ასფალტის საფარი, შეიცვალა ფილები და მოაჯირები მთლიანად რეაბილიტირდა. ასევე, ეწყობა სანიაღვრე სისტემა, რომ წვიმის დროს ხიდზე პრობლემა არ არსებობდეს.

ამ ეტაპზე, მოძრაობა გადაერთო გზის მეორე მხარეს. ეს სივრცეც მოწესრიგდება და პროექტი სექტემბერში მთლიანად დასრულდება. როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე, ხიდის ფასადი, იქნება რეაბილიტირებული და მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მეორე ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს შეიზღუდება.