ქართულმა ავიაკომპანია „აირ ჯორჯიამ“ საქართველოს მთავრობას ქუთაისის აეროპორტიდან დაბალბიუჯეტური ფრენების შესრულების შესახებ პროექტი Air Georgia express-ი დაახლოებით ერთი წლის წინ წარუდგინა, თუმცა ამ დრომდე კომპანიის დამფუძნებელი მთავრობისგან შესაბამისი პასუხის მოლოდინშია.
როგორც გიორგი კოდუა BM.GE-თან აცხადებს, Air Georgia express-ს ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის რამდენიმე მიმართულებით ბიუჯეტური ფრენები უნდა შეესრულებინა.
მისი განმარტებით, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკის მინისტრის არაერთ მოადგილესთან ჰქონდა კომუნიკაცია, თუმცა ბიზნესმენი ფაქტია, რომ ამ დრომდე ვერ შეთანხმდა ვერცერთ მათგანთან იმ ხელშეკრულების პირობებზე, რითაც ოპერირებას დაიწყებდა.
შესაბამისად, კოდუა ვერც დღეს ასახელებს ვადებს, თუ როდის შეძლებს ქუთაისის აეროპორტიდან ფრენების განხორციელებას ქართული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია.
“ამ პროექტის მარტო განხორციელება შეუძლებელია. ქუთაისის აეროპორტში ოპერირებს WIZZ AIR და ამ ავიაკომპანიისთვის თუ არის გამოყოფილი ის რესურსი და ენერგია, რომ ამ ავიაკომპანიებს ყურადღება მიაქცია მთავრობამ, მე არ მესმის, რატომ არ აქცევენ ყურადღებას ქართულ ეროვნულ ავიაკომპანიას. ამ ავიაკომპანიასაც ანალოგიურად შეეძლო განეხორციელებინა იგივე რეისები ქუთაისიდან. WIZZ AIR კი ოპერირებს ქუთაისიდან, თუმცა აქედან თანხები ბიუჯეტში არ შემოდის. ჩვენი ავიაკომპანიის ოპერირების დაწყების შემდეგ კი ჩვენი ბიუჯეტი უფრო მეტ სარგებელს ნახავს. უფრო დიდი ინტერესი უნდა ჰქონდეს ეკონომიკის სამინისტროს რომ ამ თანხების გამომუშავება მოხდეს საქართველოში", - აცხადებს კომპანია „აირ ჯორჯია”-ს დამფუძნებელი გიორგი კოდუა.
ცნობისთვის, ქართული ავიაკომპანია „აირ ჯორჯია“, 50 მლნ დოლარის ღირებულების 2 Airbus A320-ს ჩამოყვანას გეგმავდა. კომპანიის ინფორმაციით, პროექტი ქართულთან ერთად უცხოური ინვესტიციით ხორციელდებოდა და ფინანსური რესურსი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან შემოდიოდა.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი