მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1.5 მეტრიანი დაშორება პლაჟზე შეზლონგებს შორის - აჭარა სეზონისთვის ემზადება

5ecd2d5ecb60c
ინგა მურუსიძე
27.05.20 10:10
3961
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის თინათინ ზოიძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ზღვისპირეთში ტურისტების მისაღებად და სტანდარტების შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

„პროექტი უკვე დამუშავებულია და მიმდინარეობს მათი გაცნობა კერძო სექტორისთვის, რომ მათი ინტერესებიც გავითვალისწინოთ და კორექტივები შევიტანოთ რეკომენდაციებში.

ძალიან ბევრი დეტალია - მაგალითისთვის დაცული უნდა იყოს დისტანცია რესტორნებსა და ღია კაფეებში მაგიდებს შორის, განისაზღვრება ადამიანების რაოდენობა მაგიდებთან, ასევე ტრანსპორტში მოქალაქეების ჭადრაკისებრი განთავსება, მაგიდებს შორის დაშორება და ა.შ. ზღვასთან დაკავშირებით სტანდარტი იქნება სოციალური დისტანცირება, პლაჟზე როგორც შეზლონგებს შორის დაშორება უნდა იყოს მეტრნახევარი, ორი მეტრი, ასევე ადამიანებს შორის, ვინც შეზლონგის გარეშე იმყოფება იქ. ასევე, დაცული უნდა იყოს ჰიგიენის ნორმები", - განაცხადა ზოიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ გააკონტროლებს პლაჟს, ზოიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.