მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტრო გოცირიძის რეაბილიტაციის ტენდერი თავიდან გამოცხადდა - ფასი 3.76 მლნ ლარია

5e8b5c54729de
შოთა ტყეშელაშვილი
06.04.20 21:30
4200
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაციის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის სავარაუდო ღირებულება 3,767,808 ლარს შეადგენს და მის ფარგლებში წინადადებების მიღება 24 აპრილს უნდა დასრულდეს. 

სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერში სურვილის გამოთქმისთვის საჭიროა პრეტენდენტს 2016 წლიდან 2020 წლამდე 2 მილიონი ლარის ბრუნვა უნდა გააჩნდეს. 

პროექტის ტექნიკური აღწერილობა:

"მეტროსადგურ „გოცირიძე“-ს ბაქანი (პლატფორმა) წარმოადგენს ღია ესტაკადის ტიპის ნაგებობას მონოლითური რკინაბეტონის წერტილოვანი საძირკვლებით, უღელის ფორმის ორფეხიანი პორტალებით, გობისებური კოჭებითა და ბაქნის იატაკის ასაწყობი რკინაბეტონის ფილებით. 1-2 ღერძებში ბაქანზე (პლატფორმაზე) ორი მხრიდან ასასვლელი კიბეებია, მეტროსადურის ქვედა სართულზე პერსონალის ოთახები და მგზავრთა ნაკადის გასატარებელი დარბაზია. ესტაკადის სიგრძე 118,695 მეტრია, არსებულ პორტალებს შორის დაშორება 11-11 მეტრია. მგზავრთა ამოსასვლელი კიბეების თავზე 14,7 მეტრ სიგრძეზე ბაქანი დახურულია რკინაბეტონის ფილით, დანარჩენი ნაწილი ღიაა 98,995 მეტრ სიგრძეზე. საჭიროა განხორციელდეს მეტროსადგურ „გოცირიძე“-ს ბაქანის გადახურვა და სადურის კაპიტალური რემონტი.

ტექნოლოგიური პროცესი მოიცავს სადგურის ღია ბაქნის (პლატფორმის) გადახურვას ლითონის კვადრატული და მართკუთხა მილებისაგან შედგენილი სვეტების, შემკრავი კოჭების, დიაგონალური კავშირებისა და სხვა თანმდევი კონსტრუქციული ელემენტებით. კონსტრუქციული გადაწყვეტით ბაქნის გადახურვა ორმალიანია. შუა სვეტები ეწყობა პორტალების შუა ნაწილში, ხოლო განაპირა - პორტალის კიდეებზე, რისთვისაც ნაწილობრივ წიბოვანი ფილის კიდის ამოტეხვაცაა საჭირო. გადახურვის კონსტრუქციისა და სახურავის საერთო ფართობი შეადგენს (15,84+1,2X2)X(118,695+1,5X2)=2219,72 კვადრატულ მეტრს. მშენებლობის მომარაგება მასალებითა და ნაკეთობებით ორიენტირებული უნდა იყოს ბაზარზე. სამუშაოთა მწარმოებელმა განუხრელად უნდა იხელმძღვანელოს დამტკიცებული საპროექტო დოკუმენტაციით,"- ნათქვამია დოკუმენტში