მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტრო "თავისუფლებაზე" მგზავრი ლიანდაგზე ჩავარდა, მერიის ინფორმაციით დაშავებული ცოცხალია

63552b66e4184
BM.GE
23.10.22 15:50
790
თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის მუშაობა დროებით შეფერხებულია. BM.ge-ის თბილისის მერიის პრესსამსახურრში განუცხადეს, რომ მეტრო თავისუფლების მოედანზე მგგზავრი ლიანდაგზე ჩავარდა. მათი ინფორმაციით, დაშავებული ცოცხალია - ამ დროისთვის მომხდართან დაკავშირებით მეტი დეტალი არაა ცნობილი.

„თავისუფლების მეტროში“ მგზავრი ჩავარდა, აღნიშნულის გამო, ძაბვა მოხდა. მეტროს პირველი ხაზი სრულად გაჩერებულია, ამ ეტაპზე მოძრაობა შეჩერებულია ვარკეთილი-ახმეტელის ხაზზე. საბურთალოს ხაზი ჩვეულებრივ მუშაობას. როგორც ამბობენ, მგზავრი გადარჩა, თუმცა, დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს. ცოტა ხანში მგზავრს ამოიყვანენ და მოძრაობა შემდგომ აღდგება“, - აცხადებენ თბილისის მეტროპოლიტენში.