მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იწყება - მერია

62fe7c4cf2faa
BM.GE
18.08.22 21:35
714
გლდანის რაიონის გამგეობა 18 აგვისტოს, ღამის საათებში მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას დაიწყებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის შედეგად, დაზიანებული ფილები შეიცვლება. ასევე საერთო სარგებლობის კიბეები და სანიაღვრე ქსელის ცხაურები მოწესრიგდება.

"ძირითადად, პროცესი გვიან ღამით, მეტროსადგურის სამუშაო საათების დასრულების შემდეგ წარიმართება. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, სავაჭრო ცენტრ „მარიამსა“ და „ევრაზიას“ შორის არსებული ტერიტორიის მოწესრიგებაც დაიწყება და გამგეობის მიერ საგზაო ინფრასტრუქტურა და სივრცე კეთილმოეწყობა. აღნიშნული პროექტის დაგეგმარება ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, სააგენტო ტერიტორიაზე მოსაცდელებს განათავსებს", - წერია ინფორმაციაში.