მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, აღნიშნული სადგურიდან მეტროსადგურ დიდუბემდე (ზედა სადგური) მგზავრებს №169 ავტობუსი მოემსახურება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, №169 ავტობუსის მარშრუტი დროებითია და ის „გოცირიძის“ გახსნამდე, 30-წუთიანი ინტერვალით იფუნქციონირებს. ხაზზე ავტობუსი მოძრაობას დილის 07:00 საათზე და დაასრულებს 22:30 საათზე დაიწყებს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.