მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება

6419cb1068698
BM.GE
21.03.23 19:18
1110
მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ნავთლუღის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით, მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, სამუშაოების განმავლობაში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზის გამოყენებით. კერძოდ, მძროლები ნავთლუღის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით, ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაადგილდებიან, შემდეგ ვაჟა ჩაჩავას, აწყურის ქუჩისა და კახეთის შესახვევის გავლით დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და ავლაბრის მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ.

შეზღუდვა ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს.