მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტროსადგურ "გოცირიძის" გახსნა რამდენიმე კვირით გადაიდო - კალაძე

62f4eb14b9493
ვიქტორია მღებრიშვილი
11.08.22 15:40
1648
მეტროსადგურ გოცირიძის გახსნა კვლავ გადაიდო - აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, სამუშაოები 15 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ კიდევ რამდენიმე კვირა მოითხოვა. როდისთვის დასრულდება მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი მერს არ დაუკონკრეტებია.

"რაც შეეხება მეტროსადგურ "გოცირიძეს", ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე მომიწია განმარტებების გაკეთება. პროექტი თავიდან რაც იყო გათვალისწინებული, სამუშაოების განხორციელების დროს ძალიან დიდი პრობლემა გამოიკვეთა, ბაქანი რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა და მოგვიწია არსებული ბაქნის მთლიანად დაშლა და ახალი პროექტის განხორციელება. სამუშაოები 15 აგვისტოსთვის უნდა დამთავრებულიყო, თუმცა კომპანიამ რამდენიმე კვირით მოითხოვა ვადის გადაწევა. ჩვენ ამას დავთანხმდით, იმიტომ რომ სამუშაოები ბოლოშია მიყვანილი და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას და ადამიანებს მოემსახუროს",-განაცხადა კალაძემ


BMG-ის ინფორმაციით, მეტროსადგურ "გოცირიძის" გახსნა აგვისტოს ბოლოს იგეგმება.

მეტროსადგურ “გოცირიძის” რეაბილიტაცია კიდევ 1.5 თვე არ დასრულდება