მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტროში საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება - მერია

6392d93d9b39e
BM.GE
09.12.22 10:42
781
თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროს საბურთალოს ხაზი ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.

უწყების ცნობითვე, კომპანიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე მუშაობენ ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

"შეფერხება, დაახლოებით, 30 წუთი გაგრძელდება. თბილისის მეტროს პირველი ხაზი ("ახმეტელის თეატრი" - "ვარკეთილი") ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას", - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.