მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეუნარგიას ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

5f06febf95e45
BM.GE
09.07.20 15:24
955
ჩუღურეთის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.

მეუნარგიას ქუჩაზე 2 000 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.

მიმდინარე პროცესს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე ადგილზე გაეცნო.

„მეუნარგიას ქუჩაზე ვაწარმოებთ საგზაო სამუშაოებს. ასევე, თავიდან ვაწყობთ საფეხმავლო ბილიკს. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას დანაპირები შევუსრულეთ. მიმდინარე წელს, მსგავსი სამუშაოები ჯამში, 20 ქუჩაზე განხორციელდა. წლის ბოლომდე ასფალტის საფარი კიდევ 20-მდე ქუჩაზე მოწესრიგდება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკი. ძველ ამორტიზებულ გზის საფარს კი, ახალი ორფენიანი ასფალტი ჩაანაცვლებს.

სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 80 000 ლარია.