მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეწყრული პროცესი პროგრესირებს, ამაში ახალი არაფერია - მერის მოადგილე

6059d1e43f09e
ინგა მურუსიძე
23.03.21 15:38
832
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე მეწყერი დინამიკაშია მოსული, რომელიც დღეში 5 სმ სიჩქარით მოძრაობს. გოდოლაძის განმარტებით, მეწყრის სიღრმე, დაახლოებით, 18 მეტრს შეადგენს.

ინფორმაციას გამოეხმაურა დღეს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, რომელიც აცხადებს, რომ მეწყერი გაჩერებული არ არის და ამას მერიაშიც ადასტურებენ.

„მეწყრული პროცესი დასტაბილურებული არ არის და ის პროგრესირებს ანუ რაც მითხარით (მიმართავს ჟურნალისტს), იმაში ახალი არაფერია. მეწყრული პროცესი მიმდინარეობს, შეჩერებული არ არის“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, ტერიტორიაზე გამაგრებითი სამუშაოები დაუწყება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.