21.სექტემბერი .2019 13:00

მეხიკოს საბაგიროს Doppelmayr-ი ააშენებს

views 381
უკან

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში საბაგიროს ხაზები გაჰყავთ. პირველი "Linea de Cablebus" მეხიკოში 2021 წლისთვის უნდა გაიხსნას. საბაგიროს 6 გაჩერება ექნება და 9.22 კილომეტრზე იქნება გაჭიმული. პროექტს ავსტრიული კომპანია Doppelmayr-ი განახორციელებს. შესაბამის კონტრაქტს ხელი მხარეებმა უკვე მოაწერეს.



მექსიკური გამოცემების ცნობით, ფართომასშტაბიანი პროექტი 140 მილიონი ევრო ჯდება. საკაბელო ტრანსპორტი ქალაქის ჩრდილოეთ უბანს, Cuautepec-სა და Indios Verde-ს დააკავშირებს, სადაც დაახლოებით 3,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.


ლათინური ამერიკის ქვეყნებში ბოლო რამდენიმე წელიწადში საბაგირო დიდი პოპულარობით სარგებლობს. სამხრეთ ამერიკის ბევრი სახელმწიფო საკაბელო ტრანსპორტს საცობების განტვირთვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევს და აქტიურ მშენებლობას აწარმოებს.