მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეზღვაურთა მხარდასაჭერად და დასაქმების ხელშესაწყობად ვებ-პორტალი ამოქმედდა

5d9c7ce2ba7fb
BM.GE
08.10.19 16:40
3336
საქართველოში მეზღვაურთა მხარდაჭერისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ვებ-პორტალი ამოქმედდა.


პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით განხორციელდა. სააგენტოს თავმჯდომარის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ვებ-პორტალზე მუშაობისას, დაინტერესებულ მხარეებს სამუშაო ჯგუფი რამდენჯერმე შეხვდა, გაითვალისწინეს როგორც მეზღვაურების, ისე დამსაქმებლების ინტერესები, ასევე გაზიარებულ იქნა საერთაშორისო გამოცდილება.


„ვებ-პორტალი მეზღვაურებს გაუადვილებს სასურველი ვაკანსიების მოძიებას და მისცემს შესაძლებლობას პირდაპირ კომუნიკაციაზე იყვნენ დამსაქმებლებთან. თავის მხრივ, დამსაქმებლები ერთიან ონლაინ პლატფორმაზე განათავსებენ ვაკანსიებს და უფრო მარტივად მოიძიებენ სასურველი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე კადრებს," - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.


სააგენტოს დირექტორის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეზღვაურებს ამ საიტის მეშვეობით ექნებათ წვდომა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ელექტრონულ სერვისებზე, რაც დაზოგავს მათ დროს და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მყოფი პირებისათვის სააგენტოს მომსახურების მიღებას გაცილებით უფრო კომფორტულს გახდის.


საიტი განთავსებულია შემდეგ მისამართებზე: (www.georgianseafarers.gov.ge / www.georgianseafarers.ge )