მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეზობელი ქვეყნები, სპარსეთის ყურე, ისრაელი და ევროპა - მთავრობის ტურისტული პრიორიტეტები

609e889851951
BM.GE
14.05.21 18:27
1726
ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, მედეა ჯანაშვილის თქმით, 2021 წლისთვის საქართველოს ტურიზმისთვის პრიორიტეტებულ ქვეყნებად ძირითადად მეზობელი ქვეყნები, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნები, ისრაელი და ევროპა აქვს შერჩეული. ამ ბაზრებზე მოხდება წელს ტურიზმის მარკეტინგზე თანხის დახარჯვა. 

„2021 წელს ჩვენი პრიორიტეტული ტურისტული ბაზრებს შორის არიან: მეზობელი ქვეყნები, ევროპის, სპარსეთის ყურის სახელმწიფოები, ასევე ისრაელი. ჩვენ ვმონაწილეობთ საერთაშორისო გამოფენებზე, დავიწყეთ პრეს-ტურების მოწყობა გავლენიანი საერთაშორისო მედია საშულებებისთვის, თვის ბოლოს ვმასპინძლობთ მსოფლიოში ცნობილ ბლოგერებს. მიმდინარეობს აქტიური სარეკლამო კამპანია სოციალური ქსელებით, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ცნობადობის გაზრდას და მოვიზიდოთ მეტი ტურისტი ქვეყანაში,“-აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.

2021 წლის აპრილში საქართველოში 82,519 საერთაშორისო ვიზიტორი იმყოფებოდა - რაც პანდემიის დაწყების შემდგომ რეკორდული მაჩვენებელია. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტორთა მთლიანი ნაკადი 140%-ით არის გაზრდილი. თუმცა, ქვეყანაში მოქმედი კომენდანტის საათი ტურიზმის მთავარ შემაფერხებელ საკითხად რჩება. 

ცალკეულ ქვეყნებს შორის ვიზიტორთა რაოდენობით პირველ ადგილზე თურქეთია, საიდანაც 21 ათასი ვიზიტორი შემოვიდა. 10 ათასი ვიზიტორით მეორე ადგილზეა ისრაელი.

საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა აპრილის განმავლობაში (ტოპ 15 ქვეყანა)

1. თურქეთი - 21 106 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 48%
2. ისრაელი - 10 098 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 13925%
3. რუსეთი - 8 518 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 125%
4. სომხეთი - 8 331 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 4%
5. საქართველო (არარეზიდენტი) - 8 253 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 441%
6. უკრაინა - 5 922 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 404%
7. აზერბაიჯანი - 5 287 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 107%
8. უზბეკეთი - 2 711 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 293%
9. ყაზახეთი - 1 639 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 285%
10. ბელარუსი - 1 463 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 77%
11. ირანი - 1 024 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 611%
12. გერმანია - 657 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 1585%
13. ა შ შ - 650 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 4233%
14. ინდოეთი - 553 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 55200%
15. გაერთიანებული სამეფო - 490 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 989%

სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 48,455 ვიზიტი სახმელეთო, 33,188 ვიზიტი კი საჰაერო გზით განხორციელდა. საჰარეო გზით შემოსულთა რაოდნეობა პანდემიის დაწყების შემდეგ რეკორდულია.