მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მგფ: სკოლების მშენებლობაზე სულ 59 სამშენებლო ტენდერი გამოცხადდა, 57 უკვე დაკონტრაქტებულია

5db33cb1e7abd
BM.GE
25.10.19 22:25
1605

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობაზე სულ 59 სამშენებლო ტენდერი გამოაცხადა და აქედან 57 კონტრაქტი უკვე გაფორმებულია - ეს ინფორმაცია ფონდის დირექტორმა დავით ტაბიძემ, დღეს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს გააცნო.

ტაბიძემ საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით არსებული მდგომარეოისა და სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა.

 „10 ობიექტზე სამშენებლო სამუშაო დაწყებულია, სხვაგან ჯერ პროექტიორების ეტაპზე ვართ და წლის ბოლომდე ჩავიბარებთ, შემდეგ კონტრაქტორები დაიწყებენ მუშაობას. მხოლოდ ორ სკოლაზე ნოემბრის შუა რიცხვებში ველოდებით გამარჯვებულის გამოვლენას, ამ პროექტების ჯამური ღირებულება კი 132 მილიონი ლარია. წელს ამ მიმართულებით გათვალისწინებული გვქონდა 50 მილიონი ლარი, საიდანაც ძირითადი ნაწილი უკვე ათვისებულია. პროექტები სხვადასხვა სიმძლავრისაა - არის 60 ბავშვიანი, 90 ბავშვიანი, 150 ბავშვიანი და მაქსიმუმ 600 ბავშიანი სკოლები, ასეთია მაგალითად დაბა ნასაკირალსა და ურეკში", - აღნიშნა დავით ტაბიძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობის მიმართულებით 31 ტენდერი გამოაცხადა და აქედან 13 ობიექტზე სამშენებლო სამუშაო უკვე მიმდინარეობს.