მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MGL Georgia: პანდემიის „გაკვეთილი“ - ლოგისტიკა სახელმწიფოს არსებობის უმთავრესი საფუძველია

5f686f072d5b4
BM.GE
21.09.20 13:13
1623
კომპანია MGL Georgia-ს ფოთის ფილიალის ხელმძღვანელ ქეთევან ოყუჯავას შეფასებით, პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ტვირთების გადაზიდვები და ლოგისტიკა სახელმწიფოს არსებობის უმთავრესი საფუძველია.

მისივე თქმით, პანდემიის მიუხედავად კომპანიამ რამდენიმე საპროექტო და მსხვილი გადაზიდვა წარმატებით განახორციელა.

„პანდემიამ მსოფლიოში დიდი ზარალი მიაყენა ეკონომიკის სხვადასხვა დარგებს. ერთ-ერთი სფერო, რომელსაც არ შეუჩერებია ფუნქციონირება გახლდათ - სატრანსპორტო მომსახურეობა. სატრანსპორტო მომსახურეობის ხარისხს კი, განაპირობებს ბევრი ფაქტორი: სატრანსპორტო ოპერატორის კომპეტენტურობა, პროფესიონალიზმი და უნარები.

ჩვენმა კომპანიამ წარმატებით განახორციელა რამდენიმე საპროექტო და მსხვილი გადაზიდვა პანდემიის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობდით დისტანციურად და გარკვეული შეფერხებების ფონზე, რაც გულისხმობდა სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციების და რეგულაციების დაცვას. ჩვენ მაქსიმალურად ხარისხიანი, სწრაფი და კლიენტზე მორგებული მიდგომები შევიმუშავეთ და შევთავაზეთ მაღალი დონის მომსახურეობა. ზუსტად პანდემიით გამოწვეულმა სირთულეებმა ცხადყო სატრასნპორტო დარგის როლი და მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკისთვის. აღმოჩნდა, რომ ტვირთების გადაზიდვები და ლოგისტიკა სახელმწიფოს არსებობის უმთავრესი საფუძველია“, - აცხადებს MGL Georgia-ს ფოთის ფილიალის ხელმძღვანელი.

ქეთევან ოყუჯავა ტრანსპორტის სახეობების ტექნიკური და „ბიუჯეტური” სხვაობებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ყველას თავისი პლიუსი და მინუსი აქვს.

„ყველაზე ეკონომიურია საზღვაო გადაზიდვები, ყველაზე ძვირი კი - საჰაერო. გადაზიდვის ყველა სახეობას აქვს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები. ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტად მიჩნეულია სარკინიგზო გადაზდივები. გადაზიდვას, რომელშიც მონაწილეობს ტრანსპორტის რამდენიმე სახეობა - მულტიმოდალური გადაზიდვა ეწოდება. ჩვენი კომპანია მზად არის კლიენტს გაუწიოს უფასო კონსულტაცია და ურჩიოს თუ რომელი სახეობის ტრანსპორტი ან სახეობათა კომბინაცია იქნეს შერჩეული მისი ტვირთის გადასაზიდად, რა თქმა უნდა, ოპტიმალური მარშრუტის დაგეგმარებით.

საქართველოსთვის „ტრანზიტული ქვეყნის“ სტატუსი ოდითგანვე იყო და არის ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა. ხელსაყრელი გეოგრაფიული ადგილმდებარება გვაძლევს დიდ პოტენციალს სატვირთო გადაზიდვების დარგში, თუმცა მაინც არის გარკვეული პრობლემები მომსახურეობის თვალსაზრისით, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, დარგისთვის შესაბამისი სამართლებრივი ბაზის არ არსებობა ამ სექტორის განვითარებისთვის შემაფერხებელი ფაქტორებია. ვფიქრობთ, სწორედ ამიტომ სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ლოგისტიკის დარგს, რომ საქართველოში არსებული სატრანსპორტო კომპანიების მომსახურეობა შეესაბამებოდეს ევროპის ქვეყნებში არსებულ მაღალ დონეს. ამისთვის საჭიროა გადამზიდი კომპანიებისთვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფა. პირველ რიგში, ინფრასტრუქტურის მოწყობა, პორტების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა და კონკურენტი კომპანიების თანაბარ პირობებში ჩაყენება, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც გარკვეული გადამზიდი კომპანიები სარგებლობენ მონოპოლური უპირატესობებით, რაც ჯანსაღ კონკურენციაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. არაკონკურენტუნარიანი გარემო აისახება მომსახურეობის ხარისხზეც და ფასებზეც.

ვიმედოვნებთ, რომ პანდემიით გამოწვეული მსოფლიო შფოთვა და არასტაბილურობა მალე გაივლის, რადგანაც ბიზნესს არ უყვარს არაპროგნოზირებადი გარემო. გრძელვადიანი გეგმების განსახორციელებლად საჭიროა დიდი ფინანსების მობილიზება, რაც წარმოუდგენელია საბანკო ვალდებულებების აღების გარეშე. აქედან გამომდინარე, ყველაზე დიდი გარანტი წარმატების მიღწევისა და განვითარებისთვის შორეულ პერსპექტივაში არის - სტაბილური და მდგრადი სახელმწიფო”, - აცხადებს ის.
NS