მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MGL Georgia: ხარვეზებია კანონმდებლობაში, რომელიც საბაჟო პროცედურებს აფერხებს

5fb7b6ffecfd0
BM.GE
20.11.20 16:18
899
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა მყარი საფუძველი შექმნა საბაჟო ურთიერთობების გამარტივებისთვის. ვინაიდან საბაჟო პოლიტიკა ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, სწორი საბაჟო პოლიტიკა მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციამ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობამ ხელი შეუწყო საბაჟო კანონმდებლობის რეგულირებას საერთაშორისო დონეზე. იმპორტისთვის და ექსპორტისთვის გაამარტივა და განავითარა სხვადასხვა პროცედურები. აღნიშნულმა რეგულაციებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნაში სხვადასხვა ბიზნესის განვითარებაზე და ასევე ლოგისტიკური კომპანიებისთვის მუშაობის დახვეწაზე.

"ჩვენთვის,როგორც ლოგისტიკური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია საბაჟო ზონის გამართული მუშაობა, ვინაიდან ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენს მიერ მიწოდებული მომსახურეობის ხარისხთან"- აცხადებს MGL Georgia-ს საბაჟო წარმომადგენელი ზურაბ გორდელაძე.

მიუხედავად საბაჟო სისტემის სტანდარტების ამაღლების, მათ შორის ელექტრონული პროცედურების უფრო მასიურად დანერგვის და დისტანციური სერვისების დახვეწის, კომპანიაში ამბობენ, რომ არსებობს რიგირი საკითხები, რომლის მოწესრიგება ამ ეტაპისთვის არ არის მოგვარებული, რაც უცხოური რეგისტრაციის გადამზიდავებისთვის, ჩვენი ქვეყნის ლოგისტიკური და ტრანზიტული პოტენციალის გამოყენების სურვილს ანელებს, ინფრასტრუქტურული, საკანონმდებლო და ტექნიკური გაუმართაობის გამო.

"ვფიქრობ, საკმაოდ არასასიამოვნო და შემაფერხებელი პრობლემაა, არსებული რიგები, რომელიც ხშირად წარმოიქმნება გეზში განბაჟების პროცედურასთან დაკავშირებით. კომპანიის თანაშრომლები მთელ დღეს კარგავენ რიგში ყოფნაში, რაც აჭიანურებს განბაჟების პროცედურას, შესაბამისად სატვირთო მანქანიდან ტვირთის ჩამოტვირვა და შემდგომი მისი მიწოდება კარამდე ხორციელდება დაგვიანებით.

აღსანიშნავია საზღვარზე ტვირთების გამტარიანობისას შეფერხებებიც, მითუმეტეს პანდემიის პირობებში, მძღოლების ტესტირება და მათი შემოწმება, დროში გაწელილი პასუხები, ხშირად ხდება ტვირთების დაგვიანების მიზეზი, თუმცა აუცილებელია აღინიშნოს, რომ არც სხვა ქვეყნებია გამონაკლისი და ამ მიზეზით ზოგადი სატრანზიტო ციკლი და დრო არის გაზრდილი. ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ფიზიკური გადაადგილების აკრძალვაც, სახელმწიფო რეგულაციების მხრივ, რის გამოც საბაჟოზე ფიზიკური თავისუფალი მოძრაობის საშუალება იმპორტ/ექსპორტის განმახორციელებელ ყველა კომპანიას არ აქვს, შესაბამისად მეტი დატვირთვა საბაჟო ოპერაციებზე მოდის ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლებზე".

MGL Georgia- ის წარმომადგენელი სახელმწიფოს რიგი საკითხების მოგვარებისთვის შესაბამის რჩევებს აძლევს.

"პანდემიის პირობებიდან გამოწვეული შეზღუდვების გამო სასურველია გეზ-მა მობილიზება გაუკეთოს სარეზერვო თანამშრომლების მომზადებას, რათა არ მოხდეს პერიოდული შეფერხებები. მიუხედავად რიგი ხარვეზებისა, მე ვფიქრობ, რომ საბაჟო საკმაოდ გამართულად შეხვდა ცვლილებებს და ვიმედოვნებ, რომ მუდმივად გააგრძელებს უსაფრთხო და მობილური სერვისების მიწოდებას"-აცხადებს ზურაბ გორდელაძე.