მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მგონი, ახლა ყველაფერი დაპაუზებულია" - ზვიად ჭუმბურიძე EUGBC-ის წევრი ინვესტორების გეგმებზე

5f117b9b61b70
ვიქტორია მღებრიშვილი
17.07.20 15:42
1172
"მე მგონი, ახლა ყველაფერი დაპაუზებულია", - ასე უპასუხა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ  BM.GE-ის კითხვას, რომელიც საბჭოს წევრი უცხოელი ინვესტორების 2020 წლის საინვესტიციო გეგმებს შეეხებოდა. 

მისი თქმით, ზოგადად, ინვესტიციების მიმართულებით 2020 წელს მსოფლიოში მდგომარეობა გართულებულია, რადგან ინვესტორები თავიანთი გეგმების განხორციელებას მეტი სიფრთხილით ეკიდებიან.

„ეს სურათი მთელ მსოფლიოში მარტივად არ დგას. არსებული გამომწვევების გათვალისწინებით, ის, ვინც ინვესტორია მეტი სიფრთხილით მოეკიდება ყველაფერს, ამიტომ ჩვენ უნდა გადავდგათ რეფორმატორული ნაბიჯები და მეტად უნდა დავაინტერესოთ ინვესტორი, მეტი მოგების და სტაბილურობის განცდა უნდა ჰქონდეთ და შემდგომში ისინი ამ ინვესტიციას განახორციელებენ ჩვენს ქვეყანაში. ახლა, მე მგონი, ყველაფერი დაპაუზებულია“, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

ამასთან, მისი თქმით, EUGBC-მ მთავრობას პოსტ-კრიზისულ და დღევანდელ კრიზისულ ვითარებაში მოქმედების რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნა.

"ვთვლი, რომ ჩვენი ვალდებულება შევასრულეთ. თუ გაითვალისწინებენ იმ პაკეტს, რასაც ჰქვია ინვესტორების მოზიდვა, ჩვენ ესეც შევთავაზეთ როგორ შეიძლება კრიზისულ პერიოდში ინევსტორების მოზიდვა, ესეც შეიძლება იყოს ეკონომიკისთვის და ბიზნებისისთვის ცალკე ხელშეწყობა“, - აღნიშნა EUGBC-ის გენერალურმა მდიავანმა.