მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მგონი... შემიყვარდი" - სტარტაპ Wine Ness-ის ისტორია

5da2daf7d184a
ლევან თაღიაშვილი
13.10.19 12:00
4612
Wine Ness-ი 2 მეგობრის მიერ დაწყებული ბიზნესია, რომლის მთავარი ინსპირაციაც სასიყვარულო ისტორია გახდა. ჯერჯერობით, სტარტაპერებს მხოლოდ საფერავის შეთავაზება შეუძლიათ მომხმარებლებისთვის, თუმცა მათი მთავარი კონკურენტული უპირატესობა უნიკალური სტიკერია, რომელიც ძირითადად სასიყვარულო ისტორიებზეა აგებული.




„Wine Ness-ის ისტორია ჩვენი ფრანგი მეგობრის ვიზიტიდან დაიწყო. ძალიან მოეწონა ჩვენი ქვეყანა და თან აქ ყოფნის პერიოდში ქართველი გოგო შეუყვარდა. ვერ მოიფიქრა როგორ ეთქვა ეს ყველაფერი მისთვის და ერთად გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ღვინის სტიკერი და მასზე ფრანგულად დაგვეწერა Je t'aime (მიყვარხარ). ამ იდეის განხორციელების შემდეგ მივხვდით, რომ მსგავსი ბიზნესის გაკეთება წარმატებული იქნებოდა. ასე დაიწყო Wine Ness”-ის ისტორია“, - ამბობს bm.ge-ისთან ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით მიგინეიშვილი.

Wine Ness-ი ბაზარზე 5 თვეა გამოჩნდა და სოციალურ ქსელში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი შეძენა კაფე-რესტორან „ზილიკოშია“ შესაძლებელი; ასევე ღვინო უნიკალური სტიკერით შეგიძლიათ ინტერნეტითაც გამოიწეროთ და კურიერი მას უფასოდ მოგიტანთ.

ერთი ბოთლის ფასი უკვე დამზადებული სტიკერით - 30 ლარია, ინდივიდუალური ფრაზის შეკვეთის შემთხვევაში კი - 35 ლარი.

„შეიძლება შორიდან ჩანდეს, რომ მხოლოდ სტიკერზე გვაქვს დიდი ყურადღება გადატანილი, თუმცა ჩვენთვის ღვინის ხარისხიც პრიორიტეტულია. 100% ნატურალური საფერავი, ქვევრის ღვინო ჩამოგვაქვს სოფელ ანაგიდან, მომავალში კი ვგეგმავთ ტვიშის დამატებას",  - ამბობს მიგინეიშვილი.