19.აგვისტო .2019 19:15

„მგზავრთა მოსაკრებლის შეღავათით ისარგებლებს ნებისმიერი ეროვნული ავიაგადამზიდი 100.000-ზე მეტი მგზავრით“

views 212
უკან

TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მეთე ერქალის განცხადებით, ქართულ საავიაციო ბაზარზე შემოსვლის დღიდან, TAV Georgia-ს ერთ-ერთ პრიორიტეტს კავკასიის რეგიონში საქართველოს საავიაციო ჰაბად ჩამოყალიბება წარმოადგენს.

ამის შესახებ მან Forbes Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში (“TAV-ის კამარა ქართულ ავიაციაში”)  განაცხადა.

„სწორედ ამიტომ ოპერირების პირველივე დღიდან კომპანიამ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ბაზირებულ ქართულ ავიაკომპანიებს განსაკუთრებული და სპეციალური შეღავათები დაუწესა.

უნდა აღინიშნოს, რომ Georgian Airways-ი თბილისში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობით პირველ ადგილზეა.

როგორც ცნობილია, ქვეყანას რეგიონში საავიაციო ჰაბად ძლიერი ეროვნული ავიაკომპანია აქცევს, შესაბამისად, ჩვენ კონკურენციის კანონის სრული დაცვით ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეროვნულ გადამზიდავებს განვითარებაში ხელი შევუწყოთ.

ეროვნული გადამზიდავი კომპანიის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, TAV Georgia-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, Georgian Airways- სთვის სპეციალური შეთავაზება შემუშავდა, რომელიც კომპანიისთვის მოთხოვნად სერვისებზე 50-დან 80%-მდე ფასდაკლებას გულისხმობს. ამასთანავე, აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, Georgian Airways-ს უფლება მიეცა, თავად გაეწია სახმელეთო მომსახურება საკუთარი საჰაერო ხომალდებისა და მგზავრებისთვის, რაც მათ შემცირებულ საწარმოო ხარჯებზე მნიშვნელოვნად აისახება.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან ქართული ავიაკომპანია სარგებლობს საჰაერო ხომალდების აფრენა-დაფრენის სპეციალური ტარიფით, რაც 20%-იან ფასდაკლებას გულისხმობს. ამასთანავე, შიდა ფრენების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2010 წლიდან “ტავ ჯორჯიას” მიერ სპეციალური ტარიფი შემუშავდა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ადგილობრივ რეისებს ასრულებენ, რაც “ჯორჯიან ეარვეისს” საშუალებას აძლევს, საგრძნობლად შეამციროს ხარჯები მის მიერ განხორციელებულ შიდა რეისებზე. ამ ეტაპზე Georgian Airways-ი ერთადერთი, თბილისში ბაზირებული ეროვნული ავიაკომპანიაა, რომელსაც TAV Georgia-მ მგზავრთა მოსაკრებელი $24-დან $19-მდე შეუმცირა. აღნიშნული შეღავათით ისარგებლებს თბილისში ბაზირებული ნებისმიერი ეროვნული ავიაკომპანია, რომლის მიერ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 100 000-ს აღემატება“, - აცხადებს ერქალი.

ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე: http://forbes.ge/news/6334/TAVis-kamara-qarTul-aviaciaSi  

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა