მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 ნოემბერი: ბოლო 24 საათში 24 ადამიანი გარდაიცვალა

5fa8dba242796
ინგა მურუსიძე
09.11.20 10:59
1032
კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. სულ covid-19-ით 499 ადამიანია გარდაცვლილი.

"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 24 ადამიანი, მათ შორის,  თბილისში -  13 ადამიანი,  აჭარაში - 5, იმერეთში - 4, შიდა ქართლში - 1,  ხოლო კახეთში - 1 ადამიანი", - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

9 ნოემბრის სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 60680
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 45042
მათ შორის გარდაცვლილი - 499
კარანტინის რეჟიმში - 2982
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4780
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2879
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41.